MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

კობა დავითაშვილის მოსაზრება 5G ანტენების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით:

“დღეს საქართველოში დიდ სკამათო თემად იქცა 5 G ტექნოლოგიის საკითხი. მეც მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა ამის თაობაზე.

ავტომობილის გამონაბოლქვი უდავოდ საშიშია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ კაცობრიობამ ამის გამო ვერ თქვა უარი ავტომობილებზე, ჩვეულებრივი მობილური კავშირის შემოსვლისას ასევე იყო შიშები და პროტესტი, მაგრამ დრომ ყველა შიში გაფანტა. წინასწარ, სათანადო მეცნიერული კვლევების გარეშე ვერც აპოლოგეტი და ვერც მოშიშე 5 G ტექნოლოგიისა ვერ ვიქნები.

ამდენ დავას აჯობებდა დამოუკიდებელი ფიზიკოსების, ბიოლოგების და ექიმების ერთობლივი ჯგუფი შეექმნა სახელმწიფოს და მათთვის კვლევა დაეკვეთა.

ჩვენ დამოუკიდებელი სახლმწიფო ვართ და ჩვენ ჩვენი კვლევა ჩავატაროთ. თორემ აშშ-ი ერთ წამალზე ჩაატარეს კვლევა წლების წინ, ბიოლოგიურ ქირალობაზე არაფერი იცოდნენ, დადებითი დასკვნა დადეს, მერე ორსულებს ასვეს წამალი და შედეგად უძვლო ჩვილები დაიბადნენ.

მე ჩვენს მეცნიერებს უფრო ვენდობი, რადგან აქ ტრანსნაციონალური კომპანიების ზეწოლის შანსიც ნაკლებია და ვიწრო სპეციალიზებით დასავლური გატაცების რისკიც, რომელიც საერთო სურათის დანახვას უშლის ხელს, როცა საკითხი მეცნიერების სხვადასხვა დარგთა შორის მიჯნაზეა.”– წერს კობა დავითაშვილი ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?