MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი, ესპანეთის მეფე ფელიპე მე-VI-ს ესაუბრა.

“მხარეებმა სატელეფონო საუბრისას საქართველოსა და ესპანეთში კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარება და ხელისუფლებების მიერ გატარებული ღონისძიებები განიხილეს.

უსაფრთხო ტურიზმის განვითარების კუთხით საუბარი შეეხო იმ საერთაშორისო, სანიტარული ნორმების დაცვის მნიშვნელობას, რომელსაც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები გასცემენ. მხარეებმა კორონავირუსით გამოწვეული მსოფლიო კრიზისის ფონზე სოლიდარობის მნიშვნელობასა და მის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის განხილვისას აღნიშნა, რომ საქართველოს მზადაა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. მან განაცხადა, რომ აღნიშნული კრიზისი საქართველოსთვის არის ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების ახალი შესაძლებლობა.

საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. საქართველოს პრეზიდენტმა ესპანეთის მეფეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ფელიპე VI -მ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ესპანეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

პრეზიდენტმა ესპანეთის მეფე კრიზისის დასრულების შემდეგ საქართველოში ვიზიტით მოიწვია, როგორც ესპანეთის მეფემ განაცხადა, მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის კიდევ მეტად გაღრმავდეს ურთიერთობები, რასაც მაღალი რანგის ვიზიტების განხორციელება უთუოდ შეუწყობს ხელს.”– ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.

თქვენი კომენტარი?