MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

მაია ნიკოლეიშვილის გამოხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ:

“მწარეა, ეგ შენი პური, ალმასხან!”-ეს ფრაზა-ღა მიტრიალებს თავში, ქართული კინოფილმიდან.

ასევე მწარეა ოკეანისგაღმელთან მახრჩობელა “მეგობრობა”!
მე ვიწყალებ დამნაშავეებსო, საქართველოს პრეზიდენტმა თქვა; -მე ორ დამნაშავეს ქვეყანას ვერ გადავაყოლებო, თქვა. მწარეა ეს გადაწყვეტილება და ძალიან რთული, მაგრამ მე მესმის სალომე ზურაბიშვილის!!!

უზომოდ მტკივა იმის დასტურის მოსმენა, რომ მასკირებული ოკუპანტის, ულტრალიბერალური ძალების ხმის ჩასაგდებად, პატარა, დამოუკიდებელი ქვეყანა იძულებულია, რომ დამნაშავეები გარეთ გამოუშვას! სხვა შემთხვევაში ის ოკუპანტები ძალით დაგვისვამენ სისხლისმსმელებს ქვეყნის სათავეში!
არაააა, ამას სსრკ-ს დროს მოსკოვი არ ან ვერ აკეთებდა!

განადგურებული ვარ, როგორც ქართველი და პირველზე მეტად, მეორე ოკუპანტი მძულს!!! ძმობას რომ “გიდეკლარირებს” და ისე გეპყრობა, როგორც პიერ რიშარის გმირის სათამაშოს! ისე, ეს ძალები მალე “გაღმელ” პრეზიდენტსაც მოინელებენ!”- წერს მაია ნიკოლეიშვილი,

თქვენი კომენტარი?