ხათუნა ხოფერიას 11 კითხვა ხელისუფლებას

388
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ხათუნა ხოფერიას პოსტი ფეისბუქში

1. რატომ ჩავარდა კენჭისყრაზე პროპორციულ არცევნებზე გადასვლის შეთანხმებული ვარიანტი? რატომ ირტყამდა გულზე მჯიღს კობახიძე და გვარწმუნებდა, რომ ამ საკითხს გაიტანდა?

2. რატომ მოხდა მოლაპარაკებების პროცესში ოქრუაშვილის და უგულავას დაპატიმრება?

3. რატომ არ მოხდა მოლაპარაკებების შეწყვეტა(მოლაპარაკებებს ოცნების სახელით ისევ კობახიძე უძღვებოდა) იმ მომენტში, როდესაც პოლიტპატიმრების განთავისუფლების საკითხი დადგა?.. რატომ არავინ შეუშალა ხელი პოლიტპატიმრების ქვეყანაში არსებობის დაფიქსირების ფაქტს (მცდელობას) და არ გააპროტესტა მაღალ პოლიტიკურ დონეზე?

4. რატომ მოეწერა ხელი ხელშეკრულებას, რომლის ტექსტშიც აშკარად და ხაზგასმით წერია მოლაპარაკებების ფორმატის მიღმა არსებული პრობლემები და მათი აღმოფხვრის აუცილებლობა?

5. ვის აბარია მმართველ პარტიაში საერთაშორისო და დიპლომატიური ურთიერთობები და რატომ ვერ მოხერხდა სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაში ჩარევის და ზეწოლის (უფრო სწორი იქნება, წინასწარ შემოგდებული შანტაჟის საფუძვლების) შეჩერება და დიპლომატიური ნოტის დონეზე საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა?

6. ვინ არიან ის პოლიტიკოსები, ვინ პასუხისმგებელი იყო მიმდინარე მოვლენებზე და მოლაპარაკების თანმდევ პროცესზე?

7. იყო თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იმისი მტკიცება, რომ არ მომხდარა მოლაპარაკება პოლიტპატიმრების გამოშვების თაობაზე, თაღლიტობა და ტყუილი?

8. რატომ მოაწერა ხელი საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალებას? რატომ იკვეთება მის მიმართვაში ზეწოლის და იძულების ქვეტექსტი?

9. არის თუ არა პრეზიდენტის შეწყალება ჰუმანური აქტი და რა საერთო აქვს ორი კრიმინალის იძულებით შეწყალებას ჰუმანურობასთან და სამართალთან?
10. რატომ არ გადადგა პრეზიდენტი?

11. რატომ მოხდა პრეზიდენტის დისკრეციული უფლების გამოყენება სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისთვის და შეურაცხყოფისთვის?
რატომ? ვიღაცამ ხომ უნდა აგოს პასუხი?

P,S. – დანარჩენი, კოალიციური მთავრობის შექმნის და დამნაშავე ნაციონალური რეჟიმის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ გავარკვიოთ!
თუნდაც, ЧЕРЕЗ МОЙ ТРУП!”

თქვენი კომენტარი?
IMG.GE