MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით,  სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს:

“ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთ კვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კვირას, 17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია II-ის მიერ მოხდება ოჯახების, დედაქალაქისა და სრულიად საქართველოს დალოცვა.

ხოლო მისი კურთხევით სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას.

ავტო-კოლონით მსვლელობა დაიწყება 13:00 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან.“- ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

თქვენი კომენტარი?