MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

მანჩო გიორგობიანის პოსტი ფეისბუქში.

“იცით რა მაინტერესებს, აპრიორი, ასეთი არაპოპულარული და ყველასთვის გულისამრევი შეწყალებისთვის თუ ხელი უნდა მოეწერა ქალბატონ პრეზიდენტს, რატომ მოლაპარაკებებს არ დაასწრეს, ბარემ?.. იქნებ უფრო ღირსეულად წარემართა ამ ყველა რაკურსიდან სამარცხვინო აქტის წინამსწრები “მოლაპარაკებები” თუ “დირექტივები”?!

ასე იყო ნინო რამიშვილი რომ წაიქცა კონცერტზე, ილიკო სუხიშვილმა შესძახა-“ნო ზატო კაკ ვსტალაო?!”

ამასაც სჭირდება დიპლომატია, რას ანერვიულებთ არაფრის გამო ამ ხალხს? რაც კორონაზე აჩოკები დაიწერეთ, ნუ გადაუყრით დანარჩებებს წყალში.

ამ ორმა მძორმა პირადად ვისაც დაუშავა, იმ ადამიანებთან რომ არ იყოს უხერხული, პირადად მე, სულ ბობოს ჩუჩაზე მახატია სად ეყრებიან პოლიტიკური ტრუპები საბოლოო ხრწნის პროცესში, ციხეში, თუ გარეთ…

და სენატორების წერილებს რაც შეეხება, ფული თქვით, თორემ კიპა-კიპა დაუწერენ მძლავრი ლობისტური კომპანიები, ვისაც გინდათ და როგორსაც გინდათ.. თუნდაც იმ დონის, 15-ეულში რომ შედიან – პოდესტები, ბიძინასთან რომ იხვეწებოდნენ, მანამდე წლები მიhასთან ნამუშევრები და თინა ხიდაშელმა – მაშინ ბიძინას მარჯვენამოსაჭრელმა ხელმა – უარი უთხრა, ბიძინას კი ცასჩურჩულა პატონ ბოგსებიც გვეყოფაო, რითაც პოდესტებმა “საყვარლად” გააგრძელეს კონტრაქტი ნაცხებთან, ხოლო ბოგგსებთან ცოლ-ქმარმა და რესპუბლიკურმა პარტიამ გაინავარდა მილიონ სჩემტად..

ცოტნე ბაკურიაც ტყუილად გააბოროტეთ თინას ბალამუტის გამო და გადაიკიდეთ, რომელიც საკმაოდ წარმატებულად ტრიალებს სწორედ იმ წრეებში, ხანდახან ოფიციალურ მრჩევლადაც დაქირავებული, სადაც ეს წერილები ცხვება და ცხვება.

ეგრე იცის, გვერდით ირაკლი მანაგაძეს რომ ვერ ხედავ, აზრს არ ჰკითხავ და აფერისტ ხუხაშვილს ჩააყოფინებ თემებში ცხვირს, ვითომ რამე ესმოდეს, თან ჩარჩ-ვაჭრობის გარდა.. ტიპებს ეჩვენებათ, რომ პირდაპირ მილიონები უნდა იშოვნონ საქართველოზე,” გაცნობაში” ეს კიდევ ცალკე უბედურება..

უარს ეტყვი და ბო@დებიან ეგრევე, მტერს უდგებიან კიბოდ… ამიტომ არის, ქართველ ავტორის ამყრალებული არომატიც გვეცნობა ხოლმე სენატორების” მრისხანე ” ტექტებში.

საბოლოო ჯამში, ლობისტების აქა-იქ გამოდებული წერილები, თუნდაც პომპეოსთვის გაგზავნილი, საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ვერ დააკნინებს ამერიკის მთავრობის თვალში და ვერც სახ-დეპის გადაწყვეტილებაზე იმოქმედებენ, გამოაგზავნონ თუ არა თანხხა, როგორც ეს ადრე წლებში იყო, კონგრესმენები რომ მომატებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე ალაპარაკეს და ამერიკიდან გამოგზავნილმა ფინანსებმა და გრანტებმა კი ყველა წელს გადააჭარბა.

ამერიკის და საქართველოს მთავრობების მუშაობა კი, დასახელდა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საპარტნიორო წელი.. და ა.შ.. სულ ცოტა ხნის წინ იყო ეს ამბები, ჩაგუგლეთ.

მოკლედ, ახლა გინდ შაიტენეთ, გინდ გამაიტენეთ ეგ თქვენი ფლავლანდები, საჯაროდ აღნავლებულები არ გვენახოს მაინც, ნიანგის ცრემლებით, ერთი ორგვამა ვანომ ლეწა კრამიტები და ახლა ეს ორი ჩა@მული დაანგრევს ციხე-კოშკებს.
საპარლამენტო ახალ სიებს რაც შეეეხება, ისე ნუ გამაბრაზებთ, ცალკე ოცნების, ცალკე ოხნების და ოყნების სიები ვწერო!.. მიფრთხილდით…

p.s. ირაკლი მანაგაძეს არ უთხრათ რომ ვახსენე, წამშალე-წამშალეს თავი და ნერვი არ მაქვს! მაგრამ ასეთ ბრილიანტს რომ ვერ გამოიყენებს ქვეყანა და სადღაც ჟოპალეზების და ვაზელინების კლასტერებიდან ამოჰყავს გაუგებარი წარმონაქმნები, მერე იმ ვიღაცეებს თავისნაირი ვიღაცეები მოჰყავთ…კიდევ კარგად გვაქვს საქმე… იქ ნაცხ -ფურუნკულები აქ ქოც-მუწუკები (წამში რომ გადაფურუნკულდებიან)… კარგით რა, კარგით რა”– წერს მანჩო გიორგობიანი.

თქვენი კომენტარი?