MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

მოცეკვავე,მსახიობი და პედაგოგი მაკა მახარაძე იუბილარია, მას  70 წელი შეუსრულდა. მათთვის, ვინც არ იცის, გეტყვით, რომ მაკა მახარაძე ცნობილი ქართველი მსახიობების, კოტე მახარაძისა და მედეა ჩახავას შვილია.

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

მაკა მახარაძემ დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1968 წელს.

1963-1968წწ. გაიარა სტაჟირება მოსკოვის დიდ თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში; 1968-1988წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი.

1993-1995წწ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე; 1997 წლიდან თბილისის I სშუალო სკოლასთან არსებული საბავშვო სკოლა-სტუდიის ხელმძღვანელი, შემდეგ ეწოდა “მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია”; ქართული რეპერტუარი: ჰერტრუდა(რ. გაბიჩვაძე “ჰამლეტი”), ალალმე(დ. თორაძე “გორდა”), კოლომბინა(გ. სოგე “მოხეტიალე კომედიამტები”); სხვა რეპერტუარი: ავრორა, ესპანელი ქალი(ჩაიკოვსკი “მძინარე მზეთუნახავი”, სადებიუტო სპექტაკლი “გედების ტბა”), ქუჩის მოცეკვავე, მერსედესი(მინკუსი “დონ კიხოტი”), კარმენი(ბიზე-შჩედრინი “კარმენ-სიუიტა”), ემილია(პერსელი “მავრის პავანა”), მეძავი ქალი(პროკოფიევი-ბალანჩინი “უძღები შვილი”), ნურიდა(ამიროვი “ათას ერთი ღამე”), პერსეფონა(გლუკი-ნასიძე “ორფეოსი და ევრიდიკე”), ნიკესი(ჰერტელი “ამაო სიფრთხილე”), მეგობარი ქალი(გლაზუნოვი “რაიმონდა”), სოლო(რაველი “ბოლერო”), ცეკვა ჯამპე(მინკუსი “ბაიადერა”); ცეკვები საოპერო სპექტაკლებში: ცეკვა(ზ. ფალიაშვილი “აბესალომ და ეთერი”), ქალი მათრახით(გ. ყანჩელი “…და არს მუსიკა”);

საბავშვო საბალეტო სპექტაკლები, დადგმები: “მაკნატუნა”, “ფიფქია”; მონაწილეობდა დრამატულ სპექტაკლებში: “ოიდიპოს მეფე”, “ჭინჭრაქა”, “ბედი მდევარი”; გადაღებულია კინოფილმებში: “საბუდარელი ჭაბუკი”, “ჩვენი ეზო”, “იყო შაშვი მგალობელი”, “ქალაქი ანარა”, “ჯადოსნური ღამე”, “გასეირნება თბილისში”, “დანაშაული მოხდა”, “აქედანა და შენამდე”, “ფესვები”, “მაცივარში ვიღაც იჯდა”; გასტროლები: თურქეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ჩეხეთი, რუსეთი(საბავშვო საბალეტო სტუდიის მოსწავლეების მონაწილეობით); დამდგმელი-ბალეტმაისტერი.

MULTIMEDIA.GE- ულოცავს მაკა მახარაძეს 70 წლის იუბილეს.

თქვენი კომენტარი?