MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

“სრულიად დამოუკიდებლად მივიღე ეს გადაწყვეტილება და და ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ამაზე”-  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების საკითხზე კომენტირებისას,”ღამის კურიერისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

“ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, მაგრამ როდესაც საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს გადაწყვეტილება საჭირო იყო, შევატყობინე ინსტიტუტებს, რადგან არ შეიძლება, რომ ასეთი გადაწყვეტილება იყოს სრულიად მოულოდნელი”– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ კონკრეტულად ვის შეატყობინა წინასწარ, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას აპირებდა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ესენი იყვნენ: პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია,  პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე  და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

ინტერვიუს სრული ვერსია დღეს, “რუსთავი2”-ის გადაცემა ღამის კურიერში, 22:00 საათზე გავა.

თქვენი კომენტარი?