MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილს ბოდიშს უხდის, მისი მისამართით, სიტყვა ვირუსის გამოყენების გამო.

„მან გამოიყენა ძალიან ცუდი, არაკორექტული სიტყვები, რომ დღეს ქვეყანაში არსებობს ორი ვირუსი – კორონავირუსი და „ნაციონალური მოძრაობა”. ქვეყანაში არის პანდემია, და ეს პანდემია არის „ნაციონალური მოძრაობა” და ა.შ. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ მან გამომიწვია. მაგრამ, ერთია როცა ამბობ ზოგადად, პარტიაზე, ან მოვლენაზე და მეორეა, როდესაც ადამიანს, პერსონალურად აყენებ შეურაცხყოფას. მე არ უნდა მეთქვა ეს სიტყვები და ბოდიშს ვუხდი.

ადამიანს არ უნდა მიაყენო პირადი შეურაცხყოფა, შეიძლება დასცინო, იუმორით რაღაც უთხრა, მაგრამ პირადი შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო, ჩემთვის ეს არის ნორმა, მაგრამ ხანდახან ემოციურ სიტუაციაში ყველას გვეშლება და მე მას ვუხდი ბოდიშს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

თქვენი კომენტარი?