“ნაც.მოძრაობა” მის მომხრეებს აფასებდა, “ოცნებამ” კი ხელი დაიბანა მხარდამჭერებზე – ნანა დევდარიანი

254
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

“გლობალური კვლევების ცენტრი”-ს ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ხელისუფლებისთვის დამდგარი მკვეთრად დაბალი მაჩვენებლის შესაძლო მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც მმართველი გუნდი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა არის ის, რომ მან საკუთარი მომხრეები არ დააფასა და გაწეული შრომაც არ დაუფასა, რის გამოც ადამიანების ნაწილი გაბრაზდა.

“ქართული ოცნებისგან განსხვავებით, ნაც.მოძრაობა მის მომხრეებს და კოორდინატორებს აფასებდა და უფასებდა, კარგად უნაზღაურებდა შრომას მაშინ, როდესაც ქართულმა ოცნებამ უბრალოდ ხელი დაიბანა მხარდამჭერებზე, მაშინ გასაგებია ხმას რომ აძლევენ ნაც.მოძრაობას. ამას ემატება გაბოროტებული ადამიანები, ვინც დაინახა, რომ არაფერი არ გამოსწორდა, ან თითქმის არაფერი არ გამოსწორდა. ასევე არიან ჯინაზე ხმის მიმცემი ადამიანები, მათ უბრალოდ ოცნების ჯინაზე მისცეს ხმა ნაც.მოძრაობას. “– განაცხადა ნანა დევდარიანმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE