MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია “მთავარი”-ს ეთერში, ეკა კვეისტაძესთან სტუმრობისას განაცხადა, რომ ოპოზიციამ, ბიძინა ივანიშვილს შეცდომა დააშვებინა 20 ივნისის ღამეს, როდესაც აქციის მონაწილეები დაარბიეს და ესროლეს.

“მე ვთვლი, რომ გავრილოვის ღამე იყო გარდამტეხი და წელში გამტეხი მომენტი ასევე მისთვის [ივანიშვილისთვის]. საერთოდ, იქიდან დაიწყო ყველაფერი. მისი დაღმასვლა და მან დაუშვა კატასტროფული შეცდომა და ერთ რამეს ვიტყვი, ყოველგვარი რაღაც ტრაბახისა და დაკნინების გარეშე, რომ ეს შეცდომა, კარგი გაგებით, ჩვენ მას დავაშვებინეთ. მან გაისროლა – ყველაზე დიდი შეცდომა მისი მხრიდან იყო, რომ მან გაისროლა.” – განაცხადა ოქრუაშვილმა.

თქვენი კომენტარი?