MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

დავით ჩიხელიძე – დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი


“გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა გაიმართა, ანგარიში ძირითადად, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას შეეხებოდა, ევროპარლამენთი, საქართველოს მიერ შესრულებულმა სამუშაომ და განხორციელებულმა რეფორმებმა დადებითი შეფასება დაიმსახურა.

ასევე იყო კრიტიკა, სამწუხაროდ კრიტიკის დიდი ნაწილი იყო სუბიექტური და ფაქტობრივ მტკიცებულებებს მოკლებული, საბედნიეროდ ევროპარლამენტში მრავლად არიან საქართველოს მეგობრები, რომლებმაც ღიად განაცხადეს, რომ ისინი(ევროკავშირი) არ უნდა ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში, ასევე ითქვა, რომ არ უნდა მოხდეს ინფორმაციის გადამოწმების გარეშე გავრცელება.

გუშინდელმა, სხდომამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, 21-ე საუკუნის ერთ ერთი მთავარი გამოწვევა, გამოწვევა რასაც დეზინფორმაცია ქვია, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ევროპარლამენტარებიც კი გადაუმოწმებელ, მიკერძოებული, დაინტერესებული სუბიექტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას აჟღერებენ, რაც ყოვლად დაუშვებელია.

როცა ევროპარლამენტარი გქვია, როგორც მინიმუმ მხოლოდ მეუღლის სიტყვებს არ უნდა ენდო ( საუბარი მაქვს, რაფაელ გლუსკმანზე, რომელიც ეკატერინე ზღულაძის მეუღე არის, ის ასევე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების საბჭოს მრჩეველი იყო) საერთო ჯამში, ანგარიშის განხილვაში უფრო მეტი და დიდი პოზიტივი იყო ვიდრე ნეგატივი, მონაწილეთა დიდმა ნაწილმა აღიარე საქართველოს პროგრესი.

ყველა თანხმდება, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს, ახლა ჯერი ევროკავშირზე არის, რომელიც ვალდებულია, საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯები ადეკვატურად შეაფასოს. საუბარი ასევე შეეხო, კოვიდ-19-ს, ევროპარლამენტი ერთხმად აღიარებს, პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებას, რაც მთავრობის სწორი მუშაობის შედეგს წარმოადგენს!”

თქვენი კომენტარი?