22 მაისიდან ამინდი გაუარესდება

152
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 მაისს ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსამდე იქნება, თუმცა 22 მაისიდა დაიწყება გაუარესება.

22 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი და სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, 23 მაისს ზოგან ძალიან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

23 -24 მაისს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად, არსებულთან შედარებით 15-17 გრადუსით დაიწევს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება აღინიშნო

თქვენი კომენტარი?
IMG.GE