პირველად საქართველოს ისტორიაში – ზურაბიშვილი სამხრეთ კორეის ლიდერს ესაუბრა

285
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პირველად, საქართველოს ისტორიაში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამხრეთ კორეის ლიდერს მუნ ჯე ინს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

„მზად ვართ, წინ წავიწიოთ და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობისთვის, ასევე ტურიზმის სფეროში და პანდემიის დასრულების შემდეგ მეტი თანამშრომლობისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE