კოტე ინაშვილი საზოგადოებას მიმართავს

890
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ირმა ინაშვილის ძმა, ჟურნალისტი კოტე ინაშვილი ფეისბუქში მიმართვის ტექსტს ავრცელებს:

მივმართავ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას!
არჩევანი ჩვენზეა! ხელისუფლებისთვის საუბედუროდ, მათი კრიმინალებთან სინთეზის დრო ამოიწურა. სამწუხაროდ საქართველოს მოსახლეობას ჯერ არ ღირსებია პატრიოტი, კაცთმოყვარე, კანონის დამცველი და მისი მორჩილი ხელისუფლება (ბატონ ზვიადს არ აცალეს). მოსახლეობას ჯერ არ გვქონია არჩევანის საშუალება – იყო ცუდი და უარესი.

ამიტომ დგება სწორედ ის დრო, რომელიც უფალმა გვაჩუქა (რათქმაუნდა მებრძოლი ადამიანების თავგანწირვის გამო).
ცხოვრება ზამბარაა – “პრუჟინა”. რომ მიაწვები, უკან გაწვება, თუ მოგაწვა შენც უნდა მიაწვე…

ნაცქოცების კრიმინალურ კასტას ერთი და საბოლოო შანსი დარჩა, რომ საბოლოოდ დააჩოქოს ქართველი ხალხი და სამუდამოდ დაანგრიოს ის, რასაც ქართველი და ქართული ქვია.

მოკლედ ვიტყვი შორს რომარ წავიდე და ცოტა არაკორექტულადაც. ჩემი არაკორექტულობა “სათამაშოა” იმასთან შედარებით როგორც გვექცევა კაცთმოძულე ხელისუფლება.

ან ისინი ან ჩვენ! აქ მესამე ვარიანტი არ არსებობს. ვინც წაკუზვას მიჩვეულია და თანაც სიამოვნებასთან ერთად პრივილეგიებითაც სარგებლობს ხელისუფლების მხრიდან, ვინც მიჩვეულია მონობას გამორჩენის ხარჯზე, ვინც ჯალათია და მწამებელი, ვინც საერთოდ გარეთ გამოსაშვებიც კი არ არის, სწორედ ასეთი ადამიანები ცდილობენ ხელისუფლების მიტაცებას. ასეთი ხელისუფლებები 60-70 იან წლებში არსებობდა, როდესაც ბანდიტები და განქსტერები ხელისუფლებებს გვერდიდან მართავდნენ.

გამოფხიზლდი ერო! ან ისინი წაგვკუზავენ, ან ჩვენ უნდა ვივაჟკაცოთ და საბოლოოდ მოვიშოროთ თავიდან ეს სულით ავადმყოფი ნაძირლები ! არჩევანი ჩვენზეა”- წერს კოტე ინაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE