დღეს უკვე გაჩნდა იმის ნიშნები, რომ რუსეთთან ურთიერთობა შეიძლება კიდევ უფრო გაფუჭდეს – ნინო ბურჯანაძე

260
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთთან არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდეს და ამის მიზეზად მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებას ასახელებს, როდესაც ამბობენ, რომ რუსებს არ დაელაპარაკებიან.

ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ სოფელ ატოცში ოკუპანტების გამოჩენა და ახალი მავთულხლართების შესაძლო გაბმა უკავშირდება სალომე ზურაბიშვილის მიერ, BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც ის ამბობს, რომ რუსეთთან მეგობრობა ან დალაპარაკება არ გამოვა, სანამ მას ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიები.

“გაკეთდა განცხადება, რომ რუსებს არ დაველაპარაკებითო და დღეს უკვე გაჩნდა იმის ნიშნები, რომ ეს ურთიერთობა შეიძლება კიდევ უფრო გაფუჭდეს. ვნახეთ, რომ ცხინვალის რეგიონის იმ სოფელში, სადაც აქამდე არ იყო მავთულხლართები იწყებენ ამის გავლებას. ბევრი იძახეთ კიდევ ხელისუფლების წარმომადგენლებო, რუსებს არ დაველაპარაკებითო, პრეზიდენტმა გააკეთოს განცხადებები რუსეთს არ დაველაპარაკებიო .

ახლადარჩეულ პრეზიდენტს რომ გაეკეთებინა განცხადება, რომ ის მზად იყო პირველი ან მეორე ვიზიტი განეხორციელებინა რუსეთში და დაეწყო მოლაპარაკებები, დარწმუნებული ვარ დღეს ეს მავთულხლართები არ იქნებოდა” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ “კავკასიის” ეთერში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE