ორშაბათიდან ციხეებში ხანმოკლე პაემნები აღდგება, მაგრამ მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში – თეა წულუკიანი

126
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

“ორშაბათიდან ციხეებში ხანმოკლე პაემნები აღდგება, მაგრამ მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“მინდა უკვე დღეიდან იცოდეს საზოგადოებამ, რომ ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა სრულდება, ჩვენ ორშაბათს დილიდან უკვე შევძლებთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში აღვადგინოთ ხანმოკლე პაემნები, რომლებსაც როგორც პატიმრები, ასევე მათი ოჯახის წევრები რამდენიმე კვირაა ელიან“, –

პრევენციული ზომები ჩვენს პენიტენციურ დაწესებულებებში იქნება ისეთივე მკაცრი, როგორც აქამდე იყო და ორშაბათიდან მოკლევადიანი პაემნების ჩატარება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში. ამასთან, მოსული სტუმარი ვალდებული იქნება, რომ დაემორჩილოს იმ სანიტარულ წესებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედებს, იქნება ეს პირბადე თუ სხვა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE