გგონიათ მხოლოდ ოქრუაშვილი ფიქრობს ასე? ცდებით – ზაალ ანჯაფარიძე

336
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძის პოსტი ფეისბუქში:

“უკვე იმდენი დაიწერა და ითქვა, ირაკლი ოქრუაშვილის ყბადაღებულ აღიარებაზე, რომ თურმე 20 ივნისს “შეცდომა დააშვებინეს” ხელისუფლებას და ახლა ამის დივიდენდებს იმკიან, რომ ვიდეოს დადებას აზრიც აღარ აქვს.

გგონიათ მხოლოდ ოქრუაშვილი ფიქრობს ასე? ცდებით!. ასე ფიქრობს შალიკოს საფიხვნოში შეყუჟული მთელი ოპოზიცია და მათი მომსახურე შემადგენლობა სხვადასხვა სექტორიდან..ხომ გვახსოვს როგორ ადარებდნენ ერთმანეთს 20 ივნისს 7 ნოემბერს?!

რა გამოდის?! გულწრფელი პროტესტით იქ მისული ბევრი ახალგაზრდა, იქ მყოფმა უზნეო პოლიტიკოსებმა ზვარაკად შეწირეს თავიანთ მზაკვრულ, მაგრამ საბედნიეროდ ჩავარდნილ პოლიტიკურ გეგმას – ხელისუფლების დამხობას, რაზედაც უკრაინიდან მათმა ლიდერმა უსაყვედურა კიდეც რომ “მომენტი გაუშვეს ხელიდან.”

საინტერესოა რას ეტყვიან 20 ივნისის ამბების მონაწილე ახალგაზრდები ამ პოლიტიკოსებს?!

მეათასეჯერ მომიწევს ცნობილი გამოთქმის გამეორება, რომ “მათ ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ისწავლეს” – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE