პოსტი, რომელიც გაგამხიარულებთ

240
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ამ პოსტზე ძალიან ბევრს იცინებთ, რომელიც მალხაზ თოფურიამ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში:

“დადგა ის დღეც დაჩიპული თუ არ ხარ ვეღარეფერს შეიძენო და აქ დასრულდა ჩემი წინააღმდეგობრივი ბრძოლა მოგეხსენებათ მე თუ ვეღარეფერი შევიძინე განსაკუთრებით საკვები,, საშინლად აგრესიული ვხდები და მზად ვარ სხვა შევჭამო, შეჭამ სხვას და ციხეში გიკრავენ თავს იქ კი ყველაფერი ჩიპებზეა (ისევ ერთი ჩიპი და მშვიდი ცხოვრება ვარჩიე, თან ქართველებზე როგორც წილხვედრ ქვეყანაზე გამონაკლისი დაეშვათ მასონებს და თუ მთელ მსოფლიოში მარჯვენა საშვენებელი თითი იჩიპებოდა აქ სადაც გინდა იქ მიიყენებდი ჩიპს.

მივაშურე უახლოეს სამჩიმპველოს, საბუთები, ცნობები , დახასიათებები, უნარ ჩვევები, ანგარიშები ყველაფერი შეიტანეს ჩიპში, შენ საბუთებს უტილიზაცია გავუკეთოთ თუ სამახსოვროდ წაიღებო, მკითხა მომხიბვლელმა ჩიპოლოგმა) რაღა ჩემ ჩიპად მინდა თუ ყველაფერი ისედაც თან მექნა თქო და უცებ გავწირე მთელი ჩემი წარსული) სად დაგიყენოთო? საოხრეზე! არც დავფიქრებულვარ ისე ვუპასუხე და სიმოვნებისგან თვალები მივლულე რომ წარმოვიდგინე ჩემი თავი.

დიდი რიგი იდგა ფრესკოში,, ჩემი დროც დადგა, დამიანგარიშა მოლარემ ნავაჭრი და რომ დავაპირე გადახდა ატეხა წივილ კივილი, მიშველეთ სექს მანიაკი თავს დამესხაო, მეცა დაცვა ამომიტრიალეს ხელები, ხელებს ვინ ჩივის საჩიპავზეც მწვდენ და გადამოღუნეს (( მელოტი მფლობელიც მოვარდა , პოლიციაში წაიყვანეთო….მოკლედ შავ დღეში ვარ , მარა ილონ მასკი მაღალია ! ზემოდან იყურება! არ გამწირა განგებამ სად იყო და სად არა ლომჯარია გამოჩნდა ჩემი მფარველი მაჯლაჯუნა!

ხელი უშვით! მიშვეს ხელი … საჩიპავზეც! ამაზეც გამიშვეს…თქვენ ადამინის ფუნდამენტალურ უფლებას არღვევთ , ჩიპაობა კონსტიტუციითაა დაცული და…… გამაგრებულიო, ჩიპი ყველგან ჩიპიაო … მოკლედ ისეთი “რეჩი” დაარტყა ფრესკოს მფლობელმა თავის ჩიპიანი ხელები უსუსურად გაასავსავა და სცნო ჩემი საჩიპავის უფლებები).

მომაწოდეს საკასო აპარატი , ავუსვ ჩავუსვი, გადახდილიაო გამწვანდა, ჩემს შემდგომ მდგომი ადამინები უხმოდ დაიშალენ ,გადავიფიქრეთ ყიდვაო,….მხოლოდ ჩამორჩენილ! არა დემოკრატიულ ქვეყნებში არ ცემენ პატივს სხვის ჩიპს! ვერანაირი დაჩიპვა თქვენ ვერ გიშველით ისევ ღრუზინებად დარჩით….მივაძახე უკმაყოფილო კლიენტურას… დაიცალა ფრესკო( . ერთი თვალბრიალა ქალბატონიღა დარჩა რიგში, თვალი ჩამიკრა გარეთ დამელოდეო და გადაიხადა თავის გრძელი პირსინგიანი ენით …

შევედი მეორე დღეს ფრესკოში, გამოვარდა მფლობელი. ჩემი ძმას გაუმარჯოსო! შესძახა და სანამ რამეს ვიტყოდი , მოლარეებს გასძახა თავი არ მომჭრათ ჩემ ძმას არ გადაახდევინოთ! ყველაფერი გადახდილიაო…. მოკლედ იმის თქმა მინდოდა ასოს ერთი მოძრაობით აღვადგინე ის ძველი მივიწყებული ტრადიცია კაცს რომ კაცის დანახვა უხაროდა და მასპინძელს სტუმრის”- წერს მალხაზ თოფურია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE