სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სიცრუე-ღა გვაკლდა – მაია ნიკოლეიშვილი

846
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ეხმიანება სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელშიც მან ეჭვი გამოთქვა საქართველოში კორონავირუსის მაჩვენებლებთან დაკავშირებით.

“სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, ტოროსიანის სიცრუე-ღა გვაკლდა! “სამკუთხა წერილები” ხომ “გაგვიჩალიჩეს” მავნებელმა შიდა მტრებმა! “შინაურებმა” გაგანია ეპიდემიის დროს სხვადასხვა კამპანიები ხომ წარმართეს; ჩვენი ექიმების დაკნინების მცდელობის, ქვეყნის გარეთ მყოფი მეტიჩრების მხრიდან გაუთავებელი “ჭკუის სწავლების”, სწრაფ ტესტებზე გაუთავებელი ისტერიკების, გარდაცვალების შემთხვევების დამალვაზე ბოდვების! რა გვიკვირს, ვისი გვიკვირს, გარეულის?!

ევროსტრუქტურებისა და კონგრესმენ-სენატორების დარად, რა იცის, ტოროსიანმა, რომ სამწუხაროდ, საქართველოს მავნებელი და ჯგუფური ფსიქოზით დაავადებული, ოპოზიციად წოდებული ნაცისტები ჰყავს აზის კისერზე წურბელებად, რომელთაც, რატომღაც, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებითაც ვინახავთ!
ისე,რა კარგი ანდაზა გვაქვს, ქართველებს; “ყვავი ნეხვზე იჯდა და ნისკარტს იწმენდდაო!”  – წერს მაია ნიკოლეიშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE