MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, 100 ათასი ლარის ოდენობით და 30 დღის განმავლობაში გადახდის პირობით, მანამდე ის პატიმრობაში დარჩება. ამის შესახებ ინფორმაცია გლდანი-ნაძალადევის რაიონის პროკურორმა ნათია გურულმა ჟურნალისტებს გააცნო.

ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა საქმის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

თქვენი კომენტარი?