MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით მისი ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში წერს:

” მსურს გამოვეხმაურა საქმეს, რომელსაც მოვკიდე ხელი როგორც იურისტმა და უფლებადამცვლმა. არ დავიწყებ იმის მტკიცებას და გამიჯვნას, თუ რას ვფიქრობ ოფიციალურ ბრალდებაზე. როგორც იურისტი და როგორც ქალი, ერთნაირად მიუღებელია ძალადობა და დასაგმობია, მაგრამ ამ საქმის შინაარსი არ იძლევა საშუალებას ასე მარტივად ითქვას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, მოძალადეა.

მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, რა თქმა უნდა, მაქვს დიდი იმედი, მოსამართლე გაითვალისწინებს იმ არგუმენტებს, რომელიც ფაქტებზეა დამყარებული.. ვიცი, არსებობს მედიის დიდი ინტერესიც და არაერთი ვერსიის მოსმენა მოუწევს საზოგადობას. თუმცა მერწმუნეთ, ძალიან მარტივად გაერკვევა სასამართლო საქმის მასალებში და დაადგენს საბოლოო ჭეშმარიტებას.

ვიღაც იტყვის ალბათ, ადვოკატი აბა რას დაწერდა სხვასო, თუმცა, შემეძლო საერთოდ არც არაფერი დამეწერა, ერთადერთი მიზეზი, რამაც მაიძულა ამ პოსტის დაწერა, ეს არის ამ საქმის შიინარსი!! სიამოვნებით გავასაჯაროებდი უკვე მოპოვებულ მტკიცებულებებს, რომ არა დაწესებული შეზღუდვა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები.”- წერს ირმა ჭკადუა.

თქვენი კომენტარი?