MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის დედა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მისი შვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს, რომელიც ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების გადადგომის შემდეგ, ქვეყნიდან წავიდა და წლებია საქართველოში ჩამოსვლას, წაყენებული ბრალისა და სისხლისსამართლებირივი დევნის გამო ვერ ახერხებს.

“მოგმართავ 80 წლის ქალი, 4 შვილის დედა, 11 შვილიშვილის და 9 შვილთაშვილის გამზრდელი ბებია, გთხოვთ ყურადღებას და დახმარებას. ეს სათხოვარი ეხება ჩემს შვილს ლევან მამალაძეს.

ლევანი არ იზიარებდა სააკაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებსა და გეგმებს, მათი დაპირისპირება პოლიტიკური პაექრიბა იყი. ამის გამო ჩვენი ოჯახი იყო პირველი რომელმაც გაიარა საკაშვილის პირსისხლიანი რეპრესიები.

2003 წლიდან, ლევანი იძულებული გახდა თავი დაეღწია პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და გაცლოდა საქართველოს. სიტყვით აუღწერელი ძალადობის პირობებში, ჩვენი ოჯახი ფიზუიკური განადგურების წინაშე აღმოჩნდა. დიდი სირთულეების ფასად მოვახერხეთ ლევანის მეუღლის სამი მცირეწლოვანი ბავშვით სამშობლოდან გახიზვნა, და ამით გატაცებასა და შანტაჟს გადაურჩნენ. ჩვენ ყოველდღიური ჩხრეკებისა და შეურაცყოფის რჟიმში აღმოვჩნდით. მე გულის წასვლამდე მისული დაკითხვებზე დავყავდით, ბინაში შეიარაღებულ სპეცნაზსს ჟურნალისტები მოყვებოდნენ, რომ ტელევიზიით გადაეცათ, თუ როგორ გვისწორდებოდა სააკაშვილის რეჟიმი, რასაც ყველასთვის სამაგალითოდ აჩვენებდნენ. არაადმიანურ მობყრობას და დაკითხვებს შეეწირა ჩემი ძმის სიცოცხლე, ზონდერების ზეწოლისგან ინსულტით გარდაიცვალა ჩემი მეუღლე, რეჟიმის ძალადობას ემსხვერპლა ჩემი სიძე და მამიდაშვილი. მიჭირს ყველაფრის გახსენება ემოციის გარეშე. თუკი რაიმე რეპრესიის მექანიზმი გააჩნდათ ჩვენ ყველაფერი გამოვცადეთ. უფლის მადლიერი ვარ რომ ლევანმა გაასწრო სააკაშვილის ანგარიშსწორებას, თირემ დღეს ცოცხალი არ იქნებოდა. მასზე მოგონილი ჭორები მხოლოდ იმისთვის გაავრცელეს, რომ საზოგადოება დაეჯერებინათ და ლევანის უკანონო დევნა დაეწყოთ!

17 წელი გავიდა, ამ ხნის განმავლობაში ბევრს ვეცადეთ, რომ სამართლიანობა აღდგენილიყო, მაგრამ სააკაშვილიოს რეჟიმის გავლენა იმდენად ძლიაერი აღმოჩნდა, რომ კანონით სარგებლობის უფლება არ მოგვეცა, არათუ სამართლიანობის აღდგენას, უბრალო რეაგირებასაც ვერ მივაღწიეთ.

საქართველოს პრეზიდენტად თქვენმა არჩევამ იმედი ჩაგვისახა. თქვენმა ოჯახმა კარგად იცის თუ რა არის რეპრესიები და სამშობლოდან დევნა. ის რაც ჩემმა ოჯახმა გადაიტანა არფრით განსხვავდება ამისგან და დარწმუნებული ვარ გაგიადვილდებათ ჩვენი სატკივარის გაგება.

ჩვენ არ მიგვიმართავს სენატორებისთვის და არ გვყავს მხარდამჭერი ევროპარლამენტარები, ჩვენ მხოლოდ საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ლევანის შეწყალების პეტიციას დღენახევარში 4000 კაცმა მოაწერა ხელი. თქვენმა მხარადმჭერებმა პეტიციით იმიტომ მოგმართეს, რომ ჩვეული ფორმით მიიღოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. თვენი შეწყალება იქნება ძალადობრივი რეჟიმის დასასრულის აქტი!

ამდენი დრო გავიდა და ვერ მივაღწიე სამართალს, ვერ დავაბრუნე ჩემი შვულლი და ოჯახი სამშობლოში. ბევრს ვფიქრობ და ვერ ვპოულობ მიზეზს თუ რამ მშეიძლება შეგიშალოთ ხელი გადაწყვეტილების მიღებაში.

მოგმართავთ როგორც პრეზიდენტს, როგორც ქალს და დედას შემხვდეთ და მოისმინოთ ჩემი სათხოვარი.

იანვრიდან დღემდე ველოდებით რეაგირებას. მე როგორც სასoწარკვეთამდე მისული დედა მზად ვარ უკიდურეს ზომემზე წავიდე, იმედია რომ გამიგებთ და გულთან ახლოს მიიტანთ ჩემს სატკივარს!”– წერს ვერიკო პაიჭაძე.

 

თქვენი კომენტარი?