MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის განცხადებით, მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბასილაშვილი მის ყოფილ მეუღლეს დუმილის სანაცვლოდ 100 ათას ლარს უხდიდა ყოველთვიურად, არის სიცრუე. ამის შესახებ ირმა ჭკადუამ “მთავარი არხი”-ს გადაცემა “დღის სტუმარი”-ს ეთერში განაცხადა.

“თანხები, რაც იხდებოდა, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ბავშვისთვის, ბუნებრივია ბავშვის დედაც კარგად უნდა იყოს, რომ მიხედოს მას, რაც ძალიან კარგად იცის ნიკოლოზმა და ბუნებრივია ამას აკეთებდა, მაგრამ ამ წუთიდან, ის შეწყვეტს ყველანაირი თანხის გადახდას, გარდა იმისა, რაც სასამართლომ დააკისრა”– განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ადვოკატის თქმით, თანხის შეწყვეტის შემდეგ, ვისაც აქვს რაიმე ტიპის საიდუმლო, რის სანაცვლოდაც ამ დრომდე არ ახმაურებდა ფინანსური სარგებლის მიზნით,  შეუძლია გამოაქვეყნოს.

თქვენი კომენტარი?