ტელეკომპანია “ევრონიუსი საქართველო” 26 მაისიდან ეთერში გადის

389
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

საერთაშორისო ახალი ამბების ტელევიზია “ევრონიუს საქართველო”- 26 მაისიდან საცდელ მაუწყებლობას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია არხის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა:

„ევრონიუს საქართველო“ მაუწყებლობას იწყებს! 26 მაისიდან „ევრონიუსი“ საქართველოს ეთერში საერთაშორისო ფორმატით გავა, როგორც საცდელი მაუწყებლობა. შემდეგ ეტაპზე კი, აგვისტოს დასაწყისიდან, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, სრულფასოვანი, ქართულენოვანი „ევრონიუსი” იხილოს. „ევრონიუს საქართველო“ „ევრონიუსის“ წარმომადგენლობაა ჩვენს ქვეყანაში – ახალი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა, რომელიც ქართულენოვანი მაყურებლისთვის არის განკუთვნილი.

„ევრონიუსი“ ცნობილი ბრენდია და სოლიდური რეპუტაციით სარგებლობს. მისი მაუწყებლობა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ჟურნალისტიკასთან ასოცირდება, ეს „ევრონიუს საქართველოზეც“ ვრცელდება. „ევრონიუსი“ თავისი ჟურნალისტების მიერ შექმნილ შინაარსს გაუზიარებს „ევრონიუს საქართველოს“ და მას ქართული სიუჟეტებიც დაემატება. თავის მხრივ, „ევრონიუსიც“ ისარგებლებს მისი ქართული წარმომადგენლობის მიერ მომზადებული მასალებით იმ რეგიონიდან, რომლის მიმართაც სულ უფრო მეტად იზრდება ინტერესი.”- ნათქვამია განცხადებაში.

„ევრონიუს საქართველო“ გასული წლის სექტემბერში ევროპის წამყვანმა საერთაშორისო ახალი ამბების არხმა, „ევრონიუსმა“, და საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, „სილქნეტმა“,დააფუძნეს.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE