ეს, ჩემი აზრით, დამოუკიდებლობა არ არის. ეს არის დაძალება – დავით კალანდია

247
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

პუბლიცისტ დავით კალანდიას პოზიცია დამოუკიდებლობის ცნებასთან დაკავშირებით:

“დამოუკიდებლობა – ძალიან დრეკადი კონცეპტია.

მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ არასდროს ვყოფილვართ დამოუკიდებელნი (შორეულ არქაულ-აგიოგრაფიულ დროს არ ვგულისხმობ, მაშინ რა ხდებოდა დანამდვილებით არ ვიცი. ბოლო რამოდენიმე საუკუნეზე ვლაპარაკობ).

მე დამოუკიდებლობად ის მიმაჩნია, რომ არავისზე ვიყო მენტალურად, იდეოლოგიურად, ფინანსურად დამოკიდებული, არც მეზობელ დათვზე, არც შორეულ არწივზე, არც აღმოსავლელ პანდაზე და არც სამხრეთელ კენგურუზე.

როცა ვიღაცა უცხოპლანეტელი (სულ ერთია რომელი პლანეტელია – ვენერიანელი, მერკურიანელი, თუ პლუტონიანელი), თითს დამიქნევს და მიბრძანებს ფრედი კრიუგერი და მაიკლ მაიერსი საპყრობილედან გავათავისუფლო და დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობა მივაღებინო, ეს, ჩემი აზრით, დამოუკიდებლობა არ არის.

ეს არის დაძალება. ეს, ვიმეორებ, ჩემი მოკრძალებული აზრია, რომელსაც ვერავინ გადამათქმევინებს. ნუ, რასაკვირველია, თუ სათანადო თანხა იქნება, მაშინ შეიძლება აზრის შეცვლაზეც დალაპარაკება.”– წერს დავით კალანდია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE