მე, ალეკო ელისაშვილმა მივიღე გადაწყვეტილება, რომ შევქმნა პოლიტიკური პარტია

456
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

“სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის. ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა:

“დღეს, 2020 წლის 26 მაისია და მე, ალეკო ელისაშვილმა მივიღე გადაწყვეტილება, რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის 102-ე და მერაბ კოსტავას დაბადებიდან 81-ე წელიწადს, შევქმნა პოლიტიკური პარტია.

არა კიდევ ერთი, არამედ პირველი პარტია, რომელიც ყოვეგლგვარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებს საქართველოს სახელმწიფოს და მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. პარტია, რომლის გარჯითაც იამაყებდნენ ნიკო ნიკოლაძე, დიმიტრი ყიფიანი და ექვთიმე თაყაიშვილი. იამაყებდა მერაბ კოსტავა!

ვქმნი პარტიას რათა თავდაუზოგავი შრომით ავაშენოთ მდიდარი და ერთიანი საქართველო“- წერს ელისაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE