მამუკა მდინარაძის გადადგომას და პოლიტიკიდან წასვლას ეხმიანება ნიკა გვარამია, რომელიც ფეისბუქზე წერს:
“მე ახლა შემდეგი რაღაცეები მაინტერესებს:
კულტურის სამინისტროში მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ბიძინას რევიზორმა რა დაადგინა?
მაგალითად, რუსთავი 2ის მეშვეობით 12 მილიონიანი “პრაკაჩკა” ვისი მეშვეობით გაკეთდაო?
თიკა რუხაძის კორუფციული სქემები სად მთავრდებოდაო?
მდინარაძესთან ხომ არაო? და მეგონა ის ყოფდა ფულს “დალშეო”? და ეგრე რომ არ აღმოჩნდა ამ და კიდევ სხვა სქემებში, ამის გამო მდინარაძე მარტო თანამდებობიდან და პოლიტიკიდან წავა თუ კიდევ სადმე სხვაგან?
და ამ დროს პრემიერად მყოფი ირაკლი კობახიძე მალე მიდის? ჰა, ბიძინა? მოყევი რა, გვაინტერესებს. გაგვართე ზაფხულის ბოლო დღეებში. სექტემბრიდან აღარ გვეცლება, ხერხვა უნდა დაგიწყოთ, რეჟიმის საყრდენების ხერხვა ვიგულისხმე, ცხადია”- წერს გვარამია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

