საქართველო უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ სწრაფად გამოავლინოს, სწრაფად უმკურნალოს და სწრაფად დააბრუნოს ნორმალურ ცხოვრებაში

169
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

პანდემიის დამარცხება ან კონტროლზე აყვანა, გაუაზრებელი ფასით გამარჯვება არ იქნება, იმიტომ, რომ შემდგომ უკვე გლობალურ კონკურენციაში წავაგებთ ერთმნიშვნელოვნად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება ამ ბალანსის დაცვას ცდილობს და ჯერჯერობით ამ მიმართულებით კარგად მიდის.

„ამიტომ, ახლა ამ ბალანსის დაჭერას რომ ვცდილობთ, ამიტომ არ დაგვიხურავს სრულად ეკონომიკა. გუშინ დასრულდა ქვეყანაში სეროპრევალენტური კვლევა. ეს კვლევა ტარდება შემთხევით შერჩევითი მეთოდით. ამ კვლევამ აჩვენა, რომ დახურულ ინფიცირებულ რეგიონებშიც შერჩევითად მოხდა 300 ადამიანის გამოკვლევა, ტესტირება და სრულიად სუფთა რეგიონშიც. ორი G და M ანტისხეულის და ანტიგენის მატარებელი გამოვლინდა, რაც ნიშნავს იმას, რომ შიდა გადაცემის სივრცე სრულად არის ჩაკეტილი. სად არის კორიდორი, სადაც ქვეყანამ კრიზისი შესაძლებლობად უნდა აქციოს და გაძვრეს – ინფექციის გავრცელების სისტემური, სტრუქტურული მონიტორინგი.

ამისთვის საჭიროა ლაბორატორიების ქსელი, რომლებშიც ათეულობით მილიონი ლარი უნდა იყოს ინვესტირებული და უნდა ჩატარდეს მუდმივი კვლევები, შემთხვევითობით შერჩევის პრინციპით. საქართველო უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ სწრაფად გამოავლინოს, სწრაფად უმკურნალოს და სწრაფად დააბრუნოს ნორმალურ ცხოვრებაში. ეს არის ერთადერთი მოდელი, თუ როგორ შეიძლება არ დავაყენოთ ეკონომიკა შოკის ქვეშ.

ეს არის ის მოდელი, რომლითაც მივდივართ. მინიმალური ფასი უნდა გადავიხადოთ, რომ მთლიანად სოციალურმა და ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა სისტემამ, ვირუსის მართვის პროცესში ადაპტაცია გაიაროს. ჯერჯერობით, მერწმუნეთ, რომ ცუდად არ მივდივართ. თუ სადმე გადახრები გვექნება, აქ ხართ და გვეტყვით.

ევროპაში, 49 ქვეყანაში, ლეტალობით, 0,3 კოეფიციენტით ვართ ბოლო ადგილზე და ინფექციის გავრცელების სისწრაფით ვართ 123 ადგილზე დღეს, გუშინ ვიყავთ 119 ადგილზე. ამ ეტაპზე ვირუსი კონტროლზე გვყავს. ყველა შემსუბუქება, რომელიც გავაკეთეთ, არის გაკეთებული ისე, რომ უკან გადახვევის ინსტრუმენტს ვიტოვებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE