ოცნების ამომრჩეველმა მიიღო ძლიერი პრემიერი, რომელმაც დადო შედეგი – ხათუნა ლაგაზიძე

1912
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

გახარიას გუშინდელი გამოსვლის შემდეგ ოპოზიციამ ღიად უნდა დაინახოს გამოწვევა – კარსმომდგარი არჩევნები მათთვის რთული იქნება: “ოცნების” ამომრჩეველმა მიიღო ის, რასაც ეძებდა – ძლიერი პრემიერი, რომელმაც დადო შედეგი ვირუსთან ბრძოლაში და რომელსაც მიღწეულმა შედეგმა თავდაჯერება შემატა.”– ამის შესახებ ხათუნა ლაგაზიძე წერს ფეისბუქში.

“ჩამოუყალიბებელ ოპოზიციურ ამომრჩეველს ამ ფონზე გული და ხელი უფრო შუაშისტ-ცენტრისტული პარტიებისკენ გაუწევს, რომელიც კი არ შეცვლის, არამედ დააბალანსებს ან სულაც კოალიციაში შეუამხანაგდება “ოცნებას” მომავალ პარლამენტში.

იმ ოპოზიციური პარტიებისთვის კი, ვისთვისაც ამოცანა ხელისუფლების შეცვლაა, ეს ამოცანა უფრო მეტად გართულდა – დარჩენილ ხუთ თვეში მათ შეუძლებელი უნდა შეძლონ, რომ მიზანი რეალობად აქციონ და ამომრჩევლის უმრავლესობა ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაში დაარწმუნონ – კორონა ვირუსი ხელისუფლებისთვის ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა”– წერს ლაგაზიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE