ირაკლი მაისურაძის პროტესტი

1175
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

სრული უსამართლობა – მეც კრედიტის გადამხდელი ვარ მაგრამ ჩემზე არ ზრუნავს ჩემი სახელმწიფო! – არ მაქვს არანაირი სურვლი გადასახადებისაგან შექმნილი ბიუჯეტით მათ შორის ჩემი წვლილით ვიღაცის ბინის ყიდვა დავაფინანსო და მითუმეტეს დეველოპერების ჯიბე შევავსო”- ასე ეხმიანება ჟურნალისტი ირაკლი მაისურაძე მთავრობის ინიციატივას ბინის შესაძენად, ბიუჯეტიდან თანხის ნაწილით დახმარებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას.

“უსამართლობაა როცა სახელმწიფო შერჩევით ეხმარება თან ისეთ ადამიანებს ვინც სოციალურად გაჭირვებული არ არის. ვიმეორებ მეც იპოთეკური კრედიტის გადამხდელი ვარ – ბევრჯერ გამიჭირდა სწორედ ბინის შესაძენად აღებული კრედიტის გადახდა – რატომ ვერცერთხელ ვერ აღმოვჩნდი სახელმწიფოს ზრუნვის – სამიზნე? რატომ უნდა დავუფინანსო ჩემი ჯიბიდან გადახდილი გადასახადებით ვიღაცის ბინის ყიდვა – “ეს არის ჩვენი მოქალაქეების დახმარება” – ტყუილია? რატომ ვერასდროს ვერ გავხდი “ასეთი ჩვენი” მოქალაქე ? უსამართლობაა ძალიან დიდი უსამართლობა – არ დამიწყოთ ახლა გრძელვადიან პერსპექტივაზე და სამშობლოზე საუბარი ვთვლი რომ ძალიან არასწორი მიდგომაა და რაც მთავარია – უსამართლო”- წერს ირაკლი მაისურაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE