პრემიერი და ოპიზიცია როგორც ლექტორი და დაბნეული სტუდენტი – დავით ჩიხელიძე

295
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

დავით ჩიხელიძე – დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი

“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის წინაშე “კოვიდ-19” – ის მართვასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა. პრემიერის მხრიდან მოვისმინეთ საქმიანი, ფაქტებზე დაფუძნებული სიტყვა, რომელიც ნათლად ასახავს მთავრობის ეფექტურ, კორდინირებულ, გააზრებულ და წარმატებულ მუშაობას ამ მიმართულებით.

ოპოზიციის მხრიდან კი მოვისმინეთ სიტყვები სიტყვებისთვის, წმინდა წყლის დემაგოგია, პოპულისტური განცხადებები, რომელიც მოკლებულია რეალობას.

რეალობა კი შემდეგი გახლავთ: შევხედოთ რა ხდება/მოხდა მსოფლიოში, გლობალურ გამოწვევას, რომელსაც პანდემია ჰქვია, მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა, წარმატებული სამედიცინო სექტორის მქონე სახელმწიოფიებმა ვერ გაუძლეს, შევხედოთ რა ხდება ჩვენ მეზობელ ქვეყნებში და რა ხდება ჩვენთან.

შემდგარი ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა/აქვს, კონკრეტული გეგმა, რომელმაც წარმატებით იმუშავა და ქვეყანამ (სხვა ქვეყნებთან შედარებით) მინიმალური დანაკარგი ნახა (როგორც ადამიანური ასევე ეკონომიკური)

ასევე ფაქტია, რომ მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა შექმნილი მდგომარეობიდან, მათ უკვე წარადგინეს, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერისა და სხვა სექტორების განვითარების გეგმა, რაც ნიშნავს, რომ მთავრობის მეთაურის სიტყვების მიღმა კონკრეტული ფაქტები დგას, მისი გამოსვლა სწორედ ფაქტების ერთობლიობას ეფუძნებოდა.

რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციამ პირველ კურსელი სტუდენტი გამახსენა, რომელიც პირველ სემინარზე, ლექტორის წინაშე დაბნეული ზის. ერთი მხრივ ყველაფერი აინტერესებს, ხვდება რომ უაზრო კითხვებს სვამს, მაგრამ გულს არ იტეხს, დემაგოგიას აგრძელებს და თავს უხერხულ მდგომარეობაში იგდებს.

სამწუხაროდ ოპოზიციის კითხვების დიდი ნაწილი, გახლდათ პოლიტიკური კეკლუცობის ნიმუში, რომელიც ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდა და არა არგუმენტებით გაჯერებულ სიტყვებს.”

თქვენი კომენტარი?
IMG.GE