ქვეყანას სჭირდება ახალი იმედი – დავით უსუფაშვილი

362
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

„ლელო საქართველოსთვის“ ქვეყნის მასშტაბით იწყებს აქტიურ კამპანიას – „ახალი ძალა,- ახალი იმედი“.

დღეს პარტიის ლიდერებმა საზოგადოებას წარუდგინეს გეგმები ახალი კამპანიისა და პარტიის ახალი ლოგი ტიპის შესახებ. პრეზენტაციაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ახალმა ძალამ ქვეყანაში უნდა დაამყაროს ახლებური, ჯანსაღი წესრიგი.

„ქვეყანას სჭირდება ახალი იმედი და ჩვენ, ვისაც ბევრი გვინახავს ამ ქვეყანაზე, ვალდებული ვართ, დავდგეთ ახალი ძალის გვერდით, იმისათვის, რომ ახალმა ძალამ ძველი შეცდომები არ გაიმეოროს, იმისათვის, რომ ახალმა ძალამ მართლაც ახლებური სახელმწიფოებრივი წესრიგი დაამყაროს ამ ქვეყანაში, რომლითაც მერე, მთელი ქვეყანა მთელი ერი ერთნაირად ვისარგებლებთ.

ჩვენ უამრავი პრობლემა ერთად უნდა დავამარცხოთ და მათზე ერთად გავიმარჯვოთ. სიღარიბეზე უნდა გავიმარჯვოთ, კორუფციაზე უნდა გავიმარჯვოთ, სიყალბეზე, მტრობაზე და დათითოკაცებაზე, რომელმაც ეს ქვეყანა უდიდესი განსაცდელის წინაშე დააყენა.

ძვირფასო მეგობრებო, თანამოქალაქენო, მოდით ერთად გავიმარჯვოთ ძალიან მალე, იმისათვის, რომ 102 წლის წინ გამოცხადებული, 29 წლის წინ აღდგენილი, სამი დღის წინ აღნიშნული, მართლაც რეალობად იქცეს ამ ქვეყანაში და ჩვენ ვიყოთ გამარჯვებული თავისუფალ, დამოუკიდებელ და აყვავებულ საქართველოში.
აი, ამას გისურვებთ და ამისთვის მოდის „ლელო“ არჩევნებზე“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE