ბიძინა ივანიშვილი – ეს ეგზიტპოლია, ცესკო-ს დაველოდოთ

300
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

“ეს ეგზიტპოლია. ცესკო-ს დაველოდოთ. მე მგონია დებოშს ვერ მოახერხებენ, მიუხედავად იმისა რომ დაგეგმილია. პოლიცია მობილიზებულია”, – ეს განცხადება პარტია “ქართული ოცნების” ოფისში ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია. საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა.

„ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 52,3 % მიიღო, მეორე ადგილზე კი 28,1 %-ით გრიგოლ ვაშაძეა.

ეგზიტპოლის მიხედვით, შედეგები ასეთია:

სალომე ზურაბიშვილი – 52.3%,

გრიგოლ ვაშაძე – 28.1 %

დავით ბაქრაძე – 9.2 %

ზურაბ ჯაფარიძე – 3.3%

შალვა ნათელაშვილი – 3.1%

საქართველო მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს.

„ქართული ოცნების“ დაკვეთით ეგზიტპოლი სოციოლოგიური კვლევების კომპანია „ფსიქოპროექტმა“ ჩაატარა.

შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოსალოდნელი არ არის.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE