MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დაიცვან ის წესები,რაც ვირუსის გავრცელებას შეუშლის ხელს.

“მე მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, ყოველთვის ვატაროთ ნიღაბი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვართ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ამას აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა.

ჩვენ იძულებული ვართ, რომ ნელ-ნელა ეკონომიკა გავხსნათ და არ გვაქვს არანაირი სურვილი უკან დაბრუნების, ეკონომიკის შემდგომი გადაკეტვის,”-განაცხადა გიორგი გახარიამ.

თქვენი კომენტარი?