MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

სოსო მანჯავიძის გამოხმაურება TV “პირველი”-ს ეთერში გასულ იმ სიუჟეტზე, რომელშიც ნათქვამია, რომ რამდენიმე ანალიტიკოსს, “ქართული ოცნება” კონკრეტულ თანხას უხდის, რათა ხელისუფლების სასარგებლო პოზიციები გააჟღეროს. სიუჟეტში ასევე საუბარი იყო სოსოს მანჯავიძის შესახებ.

“ძალიან მძიმე გადასატანია, როცა უყურებ, როგორ დაუსჯელად თარეშობს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის აგენტურა, ქვეყნის უშიშროება პარალიზებულია და ვერაფერს აკეთებს მათ გასანეიტრალებლად.

ზოგი ურაპატრიოტული ლოზუნგებით აღვივებს ეთნიკურ კონფლიქტებს, ზოგიც კიდევ პირდაპირ და აშკარად მავნებლობს, ნაცების, ევრონაცების მათი მოკავშირეებისა და მედიარუპორების სახით.

ყველაზე სამწუხაროა,რომ მათ ბევრი გაუგებრობაში მყოფი ადამიანი ჰყავთ მრევლში, დღემდე რომ ვერ მოახერხეს იმის გაანალიზება, რომ მატყუარას არ უნდა უსმინო. ხოლო გარეწარი არ შეიძლება პატრიოტად მიგაჩნდეს იმიტომ, რომ სხვა ეროვნების ხალხს ლანძღავს.

ჰოდა, ვინც ასეთ დემაგოგებს ჯერ კიდევ უსმენს და უჯერებს, სწორედ ისინი არიან ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა. ამიტომ, ვინც ნოდარიკო მელაძის სიუჟეტს უყურა და იქიდან რამე დაიჯერა, ვთხოვ თავისით დატოვოს ჩემი ფეისბუკ – სამეგობრო.”– წერს სოსო მანჯავიძე ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?