ბოლო ამბები
10/09/2026

ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ეგ კაცი (იაგო ხვიჩია) დაშლის ნაცმოძრაობას – ნიკა გვარამია

“იაგო ხვიჩიას ვუსმინე ფორმულაზე, გიორგი თარგამაძესთან. გასაკვირია, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე. ჩვეულებრივი თავის მართლებაა გამოჭერილი გამოაშკარავებული აგენტის: უამრავი ტყუილით, საღი აზრის და ლოგიკის მინიმალურ ტესტს რომ ვერ გაივლის.

ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ეგ კაცი დაშლის ნაცმოძრაობას, საკუთარ მოკავშირედ რომ აცხადებს ახლა და ყვება, მიშას და ბიძინას შერიგებისთვის როგორ იღწვის. თან ისე დაშლის, წელს რომ ვერ აითრევს ვერასდროს. შეიძლება, სწორედ ესაა მიზანი, ან შეიძლება ოპორტუნისტულად იყენებს მოფამფალებული ენმ-ის უღონობას და წყალწაღებულის მიერ ყველა ხავსის მოჭიდების სურვილს. არ ვიცი, და დიდად არც ჩავეძიები, ჩემი პრობლემა ეს არ არის.

მიშამ კიდევ ნიშნოს პარტიის ლიდერებად ურეპუტაციო დედალიიაგოები და სდიოს “ახლებს” ამორალური და ბინძური ტყუილებით. მარტო პარტია კი არ შემოეშლება ხელში, შემდეგ ინტერვიუებში უკვე ეს ქოცების ფულზე მჯდომი ფარჩაკი იმას მოყვება, ბიძინასთან სააკაშვილის შენათვალი როგორ მიჰქონდა და ამ შენათვალის შინაარსსაც გაგვაცნობს.

მერე მამალი იაგოების და დედალი იაგოების კრიახი და ურთიერთკორტნა ვერ აღადგენს ჩაქვესკნელებულ რეპუტაციას. არც ეგ არაა ჩემი პრობლემა: ნაცებმა საკუთარი თავი თავად გადასცეს ხელში ქართული პოლიტიკის ყველაზე გამორჩეულ ნაძირლებს და მატყუარებს. ვეჭვობ, ეს არჩევანი ძვირად დაუჯდებათ”- წერს ნიკა გვარამია.

სხვა ამბების წაკითხვა