არ ვიცი, რა იყო 30 წლის წინ – სალომე სამადაშვილი თორაძეების მკვლელობის საქმის შესახებ

437
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი ფეისბუქში წერს:

“შეამჩნევდით, რომ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე კომენტარისგან თავს ვიკავებ. გეტყვით მიზეზს-დღეს, როდესაც 8 მარტის შეთანხმება შეუსრულებელია და გიორგი რურუა ციხეში რჩება, პირველ რიგში, ოპოზიციური ერთიანობა, შეთანხმების პირობების შესრულების მოთხოვნაა.

თვალყურს ვადევნებ გიორგის წარსულის გარშემო დაგეგმილ პროპაგანდასაც და ვფიქრობ, როგორ სასაცილოდ ადვილია ჩვენი საზოგადოების მორიგ ჯერზე მოტყუება. არ ვიცი, რა იყო 30 წლის წინ, არც ის ვიცი, დღეს ვინმეს შეუძლია თუ არა სიმართლის დადგენა ბნელ 90-იან წლებში, ვის, რა და როგორ დაუშავებია. არც ის, ეს რა სარგებელს მოუტანს ჩვენს ტრავმირებულ საზოგადოებას. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ 6 თვის წინ უდანაშაულო ადამიანს ჩაუდეს იარაღი და ჩააგდეს დილეგში. არ გამოუშვებენ? ესე იგი ხვალ, ზეგ, ნებისმიერ პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეს შეუძლიათ დაუსჯელად გაუსწორდნენ, იგივე მეთოდებით. ამიტომ სცდება დღეს გიორგის გათავისუფლების საქმე ერთი, კონკრეტული ადამიანის ბედს, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობთ მასზე. ამიტომ გვჭრიდება დღეს, პირველ რიგში, ვაიძულოთ ხელისუფლება, შეასრულოს დადებული პირობა.”- წერს სალომე სამადაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE