MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ალექსანდრე ელისაშვილმა დღეს ახალი სამოქალაქო მოძრაობა დააფუძნა, რომელიც სამომავლოდ შესაძლოა პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნას. მისი თქმით, გუნდის ფორმირება დაწყებულია და მის შემადგენლობაში იქნებიან პროფესიონალი და პასუხისმგებლიანი პირები.

ჩვენ წარვდექით არა მზამზარეული გუნდით, არამედ დღეს დავიწყეთ გუნდის ფორმირება მთელ საქართველოში და ყველას მივმართავთ, არ ვეძებთ ცნობად სახეებს, ჩვენ ვეძებთ წესიერ, პროფესიონალ, კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ ადამიანებს, რომლებსაც მათ პროფესიულ წრეებში აქვთ სახელი და გული ერჩით, რომ ეს ქვეყანა ოდნავ უკეთესი გახდეს და ვისაც, ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის და უკვე გული ერევა ამ სიძულვილზე, რაც იყო განსაკუთრებით ბოლო არჩევნებზე, როდესაც ეს ქვეყანა გაიგლიჯა და ხალხი ყველას მიავიწყდა. რაც ეხება მესამე ძალას, თუ ჩვენ ვიგრძნობთ რომ გვაქვს ძალა და გვყავს სერიოზული გუნდი, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს, მაშინ ნამდვილად არ ვიქნებით მესამე ძალა და არ ვიქნებით იმისთვის, რომ ფულის საშოვნელად ვიტივტივოთ პოლიტიკაში, როგორც ძირითადად არიან ხოლმე. ჩენ ვიქნებით ყველაზე ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალა” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თქვენი კომენტარი?