MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი “რუსთავი2”-თან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

“ეს ნამდვილად არ არის “სენტიმენტების” პოსტი! ამაყი ვარ, რომ “რუსთავი2”, ჩემს სახელსაც უკავშირდება! რომ ჩემი ცხოვრების (და არა სამსახურის) 14 წელი აქ გავატარე, ბევრი წარმატებით, ბევრი შეცდომით, მაგრამ ჩვენ-ც დავწერეთ ამ არხის ისტორია! სამწუხაროა, რომ მეც, ისევე, როგორც ბევრი ჩემი მეგობარი და კოლეგა, ვინც ამ ისტორიას ვწერდით, სერთოდ გაგვაქრეს ამ არხის ფურცლებიდან ადამიანებმა, რომლებსაც “რუსთავი 2”-სთვის ზიანის მეტი არაფერი გაუკეთებიათ! არაუშავს, ეს არხი ხომ ყოველთვის იმას ირეკლავს, რაც ქვეყანაში ხდება, ჰოდა ალბათ ქვეყანაშიც ეს ხდება) მაინც ყველაფერი კარგად იქნება, ჩემო კოლეგებო და მეგობრებო “– წერს თამარ ბაღაშვილი 1-ლი ივნისის პოსტში თანდართული ფოტოთი.  სწორედ ამ დღეს შეუსრულდა ტელევიზიას 26 წელი.

თქვენი კომენტარი?