MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა და ამჯერად დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა, პარტია “ლელო”-სგან პოლიტიკური პარტნიორობის შეთავაზება მიიღო, თუმცა მას კონკრეტული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ მიუღია.

„რა გეგმები მექნება 2020 წლის არჩევნებისთვის, ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია. სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან თუ პოლიტიკოსთან სხვადასხვა საკითხის განხილვა გვქონია.

ასევე, „ლელოს“ წარმომადგენლებთანაც მქონდა შეხვედრა და საუბარი პოტენციურ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა

თქვენი კომენტარი?