MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

გიორგი ახვლედიანმა ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვა და როგორც თავად განაცხადა, ამის მიზეზი გახდა ის დეზინფორმაცია, რომელიც TV “პირველი”ს ეთერში გავიდა, თითქოს ის “ქართული ოცნებისგან” დაფინანსებას იღებს ექსპერტული მომსახურების სანაცვლოდ.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარტიის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემაც.

„მისთვის და ჩვენთვისაც ძალიან მძიმე და მოულოდნელი დარტყმა იყო ის ინფორმაცია, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ცილისწამებაა. ჩვენ, არავის დაგვიჯერებია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი ახვლედიანს შესაძლოა, ფარული კავშირი ჰქონოდა „ქართულ ოცნებასთან“. მით უმეტეს, რომ არც ერთ მის გამოსვლაში მას კითხვის ნიშანიც არ დაუყენებია, მაგრამ საუბრის შემდეგ, თავად გიორგის მოსაზრება იყო, რომ ისედაც ძალიან დიდი შეტევაა პარტიაზე და მას აღარ უნდოდა, რომ თავად ან მისი თანაგუნდელები თავის მართლების რეჟიმში ვყოფილიყავით ამ პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ „დღის კურიერი“-ს ეთერში ჩართვისას.

თქვენი კომენტარი?