MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურ  “ნაციონალური მოძრაობის” და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის,  გიორგი არველაძის ფეისბუქ სტატუსს, სადაც ის ოპოზიციას რადიკალური ქმედებებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ საქართველოში არჩევნებით მიზნის მიღწევა შეუძლებელია.

გიორგი გახარიას შეფასებით, ეს ყველაფერი არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და ყველაფერთან ერთად არასერიოზული, მაგრამ ღიმილის მომგვრელი.

“ამ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს ჰქონდათ ასეთი ილუზია, გავიგე, რომ ვიღაცებს სურთ, თავი გმირებად წარმოაჩინონ, მაგრამ 20 ივნისი იყო ჩვეულებრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე, პარლამენტზე, ისიც კარგად მესმის, რომ გავრილოვი სავარძელში, იყო უკიდურესად დიდი შეცდომა და ეს თავიდანვე იყო ნათქვამი, მაგრამ ეს არავის არ აძლევს იმის უფლებას, ვინმეს მოუწოდოს კი არა, იოცნებოს, რაღაც რევოლუციებსა და გადატრიალებაზე.

ერთხელ და სამუდამოდ, ეს უნდა დავივიწყოთ და ამ ქვეყანამ ისტორიას ჩააბაროს პარლამენტში შევარდნები. ქვეყანა უნდა მიეჩვიოს იმას, რომ არჩევნები და ამომრჩევლის ურნა არის ის ადგილი, სადაც ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს იქნება მმართველი პარტიისთვის კი არა, ქვეყნისთვის კარგი. ყველამ ერთი რამ გაითვალისწინეთ – ამ ქვეყანას აფასებენ არა პარტიებით, არამედ იმ წარმატებით და ქმედებით, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. ამიტომ, ცოტა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ იმას, რასაც ვამბობთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თქვენი კომენტარი?