MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

1989 წლის 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალბატონი ლელა ვეფხვაძე, უკვე წლებია თავს მოწყალების თხოვნით ირჩენს და ქირით ცხოვრობს. ახლაც იმ სახლის დატოვება უწევს, სადაც ცხოვრობს, რადგან მეპატრონემ, პირადი პრობლემების გამო  ბინის გაყიდვა გადაწყვიტა.

ლელა ვეფხვაძე დახმარებას ითხოვს, რათა მუდმივი და რაც მთავარია საკუთარი თავშესაფარი ჰქონდეს.

“ისევ, ისევ აბარგება. დამირეკა სახლის პატრონმა და მითხრა, რომ ბინის გაყიდვა უნდათ სასწრაფოდ და უნდა დავცალოთ ბინა. აღარ ვიცი რა ვქნა, ჯერ ბინა იპოვნო და თან ისეთ ადგილას, რომ ადვილი იყოს 2 უსინათლო ადამიანისთვის სასიარულოდ, რომ იპივო ადამიანი, ვინც გააფორმებს ხელშეკრულებას და წამოვა ამ ნაწილობრივ დაფინანსებაზე .

დავიღალე ხალხო დავიღალე, ნუთუ არ შეიძლება რომ 1 ბინა მეღირსოს, რომ დავეგდო და არ მეშინოდეს ქუჩაში გაგდების, წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვქნათ ახლა, იმ დღეს ბაბუ ამბობდა, დედა მინდა ეს სახლი ჩვენი იყოსო, მაგრამ პასუხი არ მქონდა ახლა?!ახლა რა უნდა ვქნა რააა?”– წერს ლელა ვეფხვაძე ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?