ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს დამაჯერებელ გამარჯვებას – კახა კალაძე

303
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ვინც მართლა ძალიან ბევრი იშრომა იმისთვის, რომ შედეგი დამდგარიყო,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ასევე, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა მშვიდ, თავისუფალ, გამჭვირვალე გარემოში, სადაც მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში ყველა კანდიდატს ჰქონდა შესაძლებლობა მიეწოდებინა თავისი ხედვა მოსახლეობისთვის.

წინასწარ მონაცემებს რაც შეეხება, ეგზიტპოლი, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა წარმოდგენილი, 19:00 საათის მონაცემებით, დიდი უპირატესობით ლიდერობს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.

მინდა, მას მივულოცო ეს გამარჯვება თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდოთ ცესკო-ს მონაცემებს, მიმდინარეობს დათვლის პროცედურები.

20:00 საათზე დაიხურა ყველა საარჩევნო უბანი და როდესაც გვექნება უკვე დათვლის შედეგად მიღებული ციფრები, უკვე რა თქმა უნდა, ოფიციალურად გამოაცხადებს ცესკო ამასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ არჩევნებში და კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს დამაჯერებელ გამარჯვებას“,- განაცხადა კახა კალაძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE