დოდო გუგეშაშვილი თავდაცვის და განათლების მინისტრების, ასევე ირაკლი სესიაშვილის გადადგომას ითხოვს

523
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ სკოლებში მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება იწყება, თუმცა აფხაზეთის ომის ისტორიაზე არაფერია ნათქვამი. ამ მიზეზით ის თავდაცვისა და განათლების მინისტრების,მათი მოადგილეების,  ასევე თავდაცვისა უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის გადადგომას ითხოვს.

“ეს წიგნი არის ანტისახელმწიფოებრივი, რომელიც საქართველოს ისტორიას აყალბებს. 13 თვე და 13 დღე მიმდინარეობდა აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომი, იყო გმირობის უამრავი მაგალითი. რასაკვირველია, იყო გმირობის უამრავი მაგალითი 2008 წელს. არ შეიძლება გმირი ბიჭების შედარება, ისევე როგორც არ შეიძლება გმირობის შედარება.

თავდაცვისა და განათლების სამინისტროები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ეწევა და ჩრდილავს 13 თვისა და 13 დღის მანძილზე მიმდინარე რუსეთ-საქართველოს ომს აფხაზეთში. ჩემი და ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნაა, გადადგეს თავდაცვის მინისტრი მოადგილეებითურთ, გადადგეს განათლების მინისტრი მოადგილეებითურთ, გადადგეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, რამეთუ გაგებაში არ არიან, რომ საქართველოში გმირობა და გმირი ბიჭების მაგალითები არ დაწყებულა 2008 წლიდან“, -აცხადებს დოდო უგეშაშვილი

თქვენი კომენტარი?
IMG.GE