MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

საზოგადოებრივი მოძრაობა “თეთრი ხმაური”-ს აქტივისტი ბექა წიქარიშვილი ეხმიანება ამერიკაში მცხოვრებ თამარ თორაძის ტელემიმართვებს:

სიგიჟე არ არის?

ადამიანი რომელსაც ოჯახი ამოუხოცეს ამბობს, რომ მოკვლით ემუქრებიან, კაცის შვილი ყურს არ იბერტყავს, მათ შორის ადამიანის უფლებებზე გადამკვდარი ორგანიზაციები. მეტიც, ეს ორგანიზაციები წლებია მილიონებს ასხამენ იმ სასტუმროებში უაზრო ღონისძიებების მოსაწყობად რომლებიც ამ ოჯახის მკვლელებად სახელდებულებს ეკუთვნით, ასევე წლებია იცავენ მათ კუთვნილ პროპაგანდისტულ მედიებს.

ჯერ არ დამიმთავრებია:

ქალი რომელიც ამბობს რომ მოკვლით ემუქრებიან, ამ ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანას, მხოლოდ ულტრა მემარჯვენე, ნაციონალისტური, გნებავთ ფაშისტური იდეების მატარებლად იდენტიფიცირებული ჯგუფის საინფორმაციო არხის გამოყენებით ახერხებს.

გეთაყვა, მერე არ უნდა გიკვირდეთ რატომ არ უყვარს ხალხს არასამთავრობოები, რატომ სამარდება მორალურად გაბანკროტებული ლიბერალური დემოკრატია, ან რატომ აღზევდა ულტრანაციონალიზმი და ექსტრემისტული ჯგუფები?

ან, კორდონის ერთ მხარეს ის ხალხი რომ დადგება ვინც ამ ქალს ალაპარაკებს და მეორე მხარეს ისინი ვინც ამ ქალის მიერ დასახელებულ მკვლელებს თავისუფლების გმირებად რაცხავენ – მართალი მხოლოდ ის ხალხი არ იქნება ვინც ერთს გემრიელად შეაკურთხებს ყველას და ყველაფერს?

 სირცხვილისა და უსამართლობის 30 წელი.”- წერს ბექა წიქარიშვილი ფეისბუქში.

ამ თემაზე:

თქვენი კომენტარი?