MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ჟურნალისტი და “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ნინო ჯღარკავა, ეხმიანება TV “პირველი”-ს გადაცემაში, დეპუტატ დავით მათიკაშვილის ოჯახური ბიზნესისა და შემოსავლების შესახებ გასულ რეპორტაჟს:

აი ყველაფერი ყველაფერი, ბევრი ტყუილი იყო, ბევრი ცილისწამებაც, ბევრიც ,,შიგნიდან,, გამოჟონილი ამბავი, მაგრამ დეპუტატ მათიკაშვილის მამა იყო ყოვლად ამაზრზენი, ამას ვერაფრით ,,გავაპრავებთ,, არც არაფერი მოუგონებიათ,  ყვარელში სააკაშვილის სახლში თამადა იყო და მიშას ,,აღმაშენებელს,, ეძახდა.

ვიდეოკადრები გვანახეს ხომ ასეა?, ეს ხომ სიმართლე იყო? როცა ჰკითხეს, საიდან მოიტანე 120 ათასი დოლარი, რომელიც შენ შვილს უწერია დეკლარაციაში, მამამ მაჩუქაოო და კაცი შეშლილივით წამოხტა და გაეთრიეთ აქედან ძაღლებს დავაგლეჯინებ თქვენ თავსო რომ კიოდა, რა იყო ეს? არის რაღაც, რისიც უნდა შეგრცხვეს ადამიანს. მთავრობების კი არა, ხალხის უნდა შეგრცხვეს ხალხის!”– წერს ნინო ჯღარკავა.

ამ თემაზე იხილეთ ვიდეო:

თქვენი კომენტარი?