MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

“პატრიოტთა ალიანსი”-ს მთავარი მდივანი ირმა ინაშვილი ეხმიანება 1989 წლის 9 აპრილის ერთ-ერთი მონაწილე ქალბატონის, ლელა ვეფხვაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც ის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს:

“ქალბატონ ლელა ვეფხვაძის ცხოვრება, საქართველოს ცხოვრებასა ჰგავს.

1989 წლიდან დღემდე სახელწიფომ, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ, თუ არ შეძლო ამ ქალბატონისთვის ერთი პატარა ოთახის ჩუქება. არადა, იმსახურებს, ნამდვილად იმსახურებს. არ იყო ადვილი იმ დღეს, იმ წუთებში “დაუკარით” გემღერა. სიმამაცე სჭირდებოდა ამას, თავდადება.

ქვეყანა უნდა აფასებდეს ასეთ შვილებს, მაგრამ აქ… სამწუხაროდ, ლელა ვეფხვაძეებს არ აფასებენ, ვირეშმაკა, თავხედი, ყველა კაბინეტის კარის შემღები და მლიქვნელ-მადიდებელი უნდა იყოს ადამიანი, რომ ვინმემ ყურადღება მიაქციოს?! დაუკარით…“- წერს ირმა ინაშვილი.

ამ თემაზე:

ახლა რა უნდა ვქნა, რა? – ლელა ვეფხვაძე დახმარებას ითხოვს

თქვენი კომენტარი?