MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ყველა დროის “პოლიტიკანები” სამარცხვინოები ხართ, 9 აპრილის სიმბოლო, ვისითაც ვამაყობთ, უსახლკაროა და ქუჩაში რჩება.”- ასე ეხმიანება ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია, ლელა ვეფხვაძის ფეისბუქ პოსტს, რომელშიც ის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს და უკვე სამ ათეულ წელზე მეტია, მოწყალების თხოვნით ირჩენს თავს და არც საკუთარი სახლი გააჩნია.

“აბა თქვენ იცით, კარანტინი დასრულდა და რესტორნებიც გაიხსნა, შეუკვეთეთ ჩაშუშულ, შემწვარ, მოხრაკულები აავსეთ ყანწები და სკამზე ასულებმა წარმოსთქვით ქართველობის სადღეგრძელო…

ყოველ 9აპრილს ვითომ დიდი პატრიოტები კამერებთან ერთად რუსთაველზე მიდიხართ რომ, მედიით იკეკლუცოთ და ხალხს თქვენი ფარისეველი “როჟები” დაანახოთ…

31 წელი გავიდა, ნუთუ ვერცერთმა მთავრობამ ვერ დააფასა უსინათლო გოგონა, რომელიც თქვენი თავისუფლებისათვის, ტანკებს და ნიჩბებს სიმღერით დახვდა… გრცხვენოდეთ…

ჭამეთ და გასკდით… შუბლის ძარღვი რა მოსატანია ეგ ხომ კუზანოვმა კი არა და ბუნებამ ამოგაცალათ”– წერს გოჩა ნაჭყებია ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?